Accentnews.ge
პაპუნა მარგველიძე: შოვში დაღუპული 29 პირიდან 27 იდენტიფიცირებულია

პაპუნა მარგველიძე: შოვში დაღუპული 29 პირიდან 27 იდენტიფიცირებულია

23/08/2023 08:46:55 საზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში დაღუპული 29 პირიდან 27 იდენტიფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ანუ სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S