Accentnews.ge
ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს

ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს

23/08/2023 08:16:05 მსოფლიო

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძრების გამო, დარდანელის სრუტე დროებით ჩაკეტეს. სახიფათო ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახური სრულ მზადყოფნაშია, ხანძრის სანაპიროსთან მიახლოების შემთხვევაში ჩაქრობის პროცესში ჩაერთოს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ხანძრების შედეგად 83 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ხანძრების გამო საკუთარი სახლებიდან ცხრა სოფლის მოსახლეობა გაიყვანეს, ჯამში – 1 251 ადამიანი, ასევე ევაკუირებული იყო ჩანაქკალეს სამხედრო საჰაერო ძალების სამეთაურო პუნქტი და ადგილობრივი უნივერსიტეტის კამპუსიც.

ხანძრის გამო, დროებით დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი. ხანძრის ჩაქრობაში რვა თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი და 1 100 მეხანძრეა ჩართული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S