200-ზე მეტი ხომალდი გაიჭედა პანამის არხში
23/08/2023 08:08:41 მსოფლიო
200-ზე მეტი გემი ელოდება პანამის არხის ორივე მხარეს გადაადგილების ნებართვას ხელისუფლების მიერ ამ მარშრუტის გამოყენებაზე ძლიერი გვალვის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო.
Daily Mail-ის ცნობით, პანამის ხელისუფლებამ 2 სექტემბრამდე არხზე ყოველდღიური გადასასვლელების რაოდენობა 32-მდე შეზღუდა.
შეზღუდვების გამო ხელისუფლება დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოგებას კარგავს.
20 დღეზე მეტია, არხის ორივე მხარეს გემების დიდი რაოდენობა თავმოყრილი და საკუთარ რიგს ელოდება.
ყოველდღიურად მილიონობით დოლარის ტვირთი გადის პანამის არხზე, რომელიც აკავშირებს ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან.


