Accentnews.ge
აშშ–ის ყველაზე მოწინავე ატომური ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

აშშ–ის ყველაზე მოწინავე ატომური ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

23/08/2023 06:27:43 მსოფლიო

აშშ–ის უახლესი და ყველაზე მოწინავე ავიამზიდი USS Gerald R. Ford - CVN 78 ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ავრცელებს.

მისი ცნობით, ეს არის აშშ–ის მე–6 ფლოტის მიერ დაგეგმილი განლაგება შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ევროპის ოპერაციების ზონაში აშშ-ის, მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესების დასაცავად.

USS Gerald R. Ford - CVN 78 აღჭურვილია ახალი დიზაინის საფრენი გემბანით, რომელიც მას სხვა ამერიკულ გადამზიდებზე 30%-ით მეტი ფრენის განხორციელების საშუალებას აძლევს.

ატომური ავიამზიდის ახალ ტექნოლოგიებს შორისაა სრულიად ახალი სარადარო სისტემა საფრთხის აღმოსაჩენად და ელექტრომაგნიტური თვითმფრინავის გაშვების სისტემა (EMALS), რომელიც გემიდან თვითმფრინავის კატაპულტირებისთვის გამოიყენება. დიზაინისა და ავტომატიზაციის მნიშვნელოვანი განახლების გამო გემს 600-ზე ნაკლები მეზღვაური სჭირდება, ვიდრე “Nimitz”-ის კლასის გადამზიდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S