BRICS-ის სამიტზე უჩვენეს პუტინის მიმართვა, რომელიც სხვა პირის მიერ იყო გახმოვანებული
23/08/2023 06:12:03 მსოფლიო
BRICS-ის ბიზნეს ფორუმის მონაწილეების წინაშე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიდეომიმართვით წარსდგა.
ფორუმი 22 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, ორანიზაციის წევრი ქვეყნების მთავარი სამიტის წინ გაიმართა.
როგორც კრემლთან აფილირებული ჟურნალისტები იუწყებიან, კრემლის ხელმძღვანელის მიმართვა რუსულად სხვა ხმით იყო გახმოვანებული. რატომ მოხდა ეს, უცნობია.
ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა BRICS-ის სამიტში უშუალო მონაწილეობაზე. მისი მოგზაურობა სამხრეთ აფრიკაში შეაფერხა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მარტში გაცემულმა ორდერმა დაპატიმრების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის საქმესთან.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას ღიად არ უთქვამს, რომ პუტინს დააპატიმრეს ჩასვლისთანავე, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნეს რომ ვალდებულებები აქვთ ICC-ის წინაშე. მოსკოვში აცხადებენ, რომ პუტინი სამიტში მონაწილეობას ვიდეოხიდით მიიღებს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი კირილ რამაფოსა ამტკიცებდა, რომ ის რუსეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ პუტინის შესაძლო დაპატიმრება ომის გამოცხადებად იქნებოდა აღქმული. კრემლმა ეს უარყო.


