Accentnews.ge
მედია: რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა

მედია: რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა

23/08/2023 05:46:55 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა, – იუწყება რუსული მედია.

მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

პოსტიდან გენერლის მოხსნის შესახებ ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც იუწყებიან. „რიბარი“ წერს, რომ სუროვიკინი თითქმის მაშინვე გაათავისუფლეს, როცა ივლისში მოხდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის აჯანყება.

სერგეი სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა რუსეთის ჯარებს უკრაინაში. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაქვემდებარებაში. ამავე დროს სუროვიკინს 2017 წლიდან ეკავა სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტი.

მიმდინარე წლის ივნისში, ე.წ. „ვაგნერელთა აჯანყების“ დროს, სუროვიკინმა ჩაწერა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლებისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც მათ მოუწოდებდა, დაბრუნებულიყვნენ დისლოკაციის ადგილებზე. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სუროვიკინის კავშირების შესახებ „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც ხელმძღვანელობდა "ვაგნერელების" მარშს. ზოგიერთი ცნობით, გენერალი დააკავეს - ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ ის საჯაროდ არ გამოჩენილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S