ევროკავშირის საბჭოს მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა
22/08/2023 19:07:22 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს კიდევ რვა ქვეყანა შეუერთდა.
"სანქციებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეუერთდნენ. შეზღუდვებს ასევე შემოიღებენ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები – ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის საბჭომ ბელარუსში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუარესების გამო სანქციები 38 ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ 3 აგვისტოს დააწესა.


