Accentnews.ge
დუდა: ბელარუსში ბირთვული იარაღის შეტანა რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის

დუდა: ბელარუსში ბირთვული იარაღის შეტანა რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის

22/08/2023 15:40:47 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთს ბელარუსში გარკვეული რაოდენობის მოკლე რადიუსის ბირთვული იარაღი უკვე გადააქვს.

"ეს ნაბიჯი რეგიონისა და ნატო–ს მთელი სამხედრო ალიანსის უსაფრთხოების არქიტექტურას შეცვლის", – განაცხადა დუდამ.

გასულ თვეში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადეს, რომ მოსკოვმა უკვე ჩაიტანა ბელარუსში თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილი.

ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ პუტინმა 2023 წლის მარტში გამოაცხადა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ თავისი ქმედებებით რუსეთი არ დაარღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ანუ რუსეთი არ გადასცემს ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის მართვის უფლებას.

მაისის ბოლოს მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.

პრეზიდენტმა პუტინმა 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის თხოვნით, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, საცავის მშენებლობა კი, 1 ივლისს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S