კირილ ბუდანოვი: ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ
22/08/2023 15:22:03 მსოფლიო
ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში, მათ შორის არის ხალხი, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა არის საჭირო.
„სწორედ ამისთვის უნდა ვატარებდეთ ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა ყირიმის პლატფორმა, ასე ვთქვათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის მოძრაობების ღონისძიებებს, და უბრალოდ ვანადგურებდეთ ოკუპანტებს ჩვენს ყირიმში. რაც, პრინციპში, ისედაც კეთდება, ამას ხედავთ და ამ დღეებში კიდევ ნახავთ,” - განაცხადა ბუდანოვმა.


