Accentnews.ge
საბერძნეთ–თურქეთის საზღვართან 18 ცხედარი იპოვეს

საბერძნეთ–თურქეთის საზღვართან 18 ცხედარი იპოვეს

22/08/2023 14:11:41 მსოფლიო

საბერძნეთში, დადიას ეროვნულ პარკში, რომელიც მდებარეობს ევროსის რეგიონში, თურქეთის საზღვართან 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ტყე, რომელიც გასულ წელს ხანძრის შედეგად დაზარალდა, კვლავ იწვის.

"სამოქალაქო დაცვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დადიას ტყესთან 18 ცხედარი იპოვეს. ცხედრები დამწვარია. ვამოწმებთ ვერსიას, რომ ეს ადამიანები არალეგალურად იყვნენ ჩვენს ქვეყანაში შემოსულები",– განაცხადა სახანძრო სამსახურის სპიკერმა იანის არტოფიოსმა.

იტყობინებიან, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ჯგუფი გაგზავნა და მიმდინარეობს გამოძიება.

იუწყებიან, რომ საბერძნეთში ცეცხლის შვიდი ახალი კერა გაჩნდა. ხანძრის გამო ალექსანდროპოლისის საქალაქო საავადმყოფოს პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S