Accentnews.ge
უკრაინამ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ქონება ჩამოართვა

უკრაინამ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ქონება ჩამოართვა

22/08/2023 13:56:12 მსოფლიო

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების კონფისკაცია მოახდინა. კერძოდ, საუბარია SV-25TL საჰაერო სტარტერზე, რომელიც ეკუთვნის ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს.

ამდენად, სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი ბელარუსის წინააღმდეგ.

როგორც განმარტავენ, სტარტერი გამოიყენება უკრაინული კომპანიის "Motor Sich"-ის მიერ წარმოებული ძრავებისთვის, რომლებიც განკუთვნილია სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებზე დასაყენებლად.

ბელარუსული მედია ვარაუდობს, რომ ეს კომპონენტები სამინისტროსგან უკრაინიდან იყიდა ან ან ბელარუსმა სარემონტოდ გადაიტანა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S