
ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
22/08/2023 13:36:28 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6215 ლარი ეღირება, ევრო – 2.8543 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3471 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6192 ლარი ღირდა, ევრო – 2.8547 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3356 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.