ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 15–წლიანი დევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
22/08/2023 13:20:38 მსოფლიო
ტაილანდის ყოფილი პრემიერ მინისტრი, 74 წლის ტაქსინ შინავატრა, რომელიც 2006 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადააყენეს, 15 წლის განმავლობაში პირველად დაბრუნდა ქვეყანაში და დააპატიმრეს,– ამის შესახებ The Nation იტყობინება.
ყოფილი პრემიერი 2006 წლიდან ცხოვრობს ემიგრაციაში. ის ბოლოს ტაილანდში 2008 წელს დაბრუნდა და სასამართლოს წინაშე წარსდგა. პოლისი დააპატიმრეს, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საბოლოოდ დატოვა ქვეყანა. სასამართლომ ყოფილი პრემიერი დაუსწრებლად გაასამართლა მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, გადასახადებისგან თავის არიდებასა და კორუფციისთვის.
შინავატრა ბანგკოკში სამშაბათს ჩაფრინდა, იმ დღეს, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა ახალი პრემიერ-მინისტრის სრეტა ტავისინის კანდიდატურისთვის კენჭის საყრელად, რომელსაც მხარს უჭერს შინავატრას Phya Thai პარტია. ტავისინმა მოიპოვა პარლამენტის მხარდაჭერა და ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
აეროპორტში შინავატრას მხარდამჭერები დახვდნენ. მანამდე პოლიტიკოსის უმცროსმა ქალიშვილმა პატონგტარნ შინავატრამ განაცხადა, რომ მამამისი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. თუმცა, The New York Times-ის ცნობით, ბევრ ტაილანდელ ამომრჩეველს ამის არ სჯერა.
დაკავებული პოლიტიკოსი უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები წაუკითხეს, რის შემდეგაც ციხეში საპატიმროში შეასახლეს. მედია აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი აპირებს, შეწყალების თხოვნას, რის შესაძლებლობასაც მას ასაკი აძლევს.
შინავატრა ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2001 წლიდან 2006 წლამდე იკავებდა. 2006 წელს, როდესაც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, სამხედროების ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, გადატრიალება მოახდინა.


