გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვზე დრონებით თავდასხმას ლეგიტიმურად მიიჩნევს
22/08/2023 12:12:16 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი მოსკოვზე სავარაუდოდ უკრაინული დრონებით რეგულარულ თავდასხმებს ლეგიტიმურად მიიჩნევს.
რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და უკრაინა იცავს თავს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, - განაცხადა ბურბოკმა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ესტონელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირველესად ესაჭიროება საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, როგორც კონტრშეტევის ნაწილი რუსული დანაღმული ველების დასაძლევად.
"არსებობს დიდი დანაღმული ტერიტორიები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც დაახლოებით დასავლეთ გერმანიის ზომისაა",– თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე პარტნიორები ინტენსიურად მუშაობენ.
ბოლო დროს უპილოტო საფრენი აპარატები ყოველდღიურად უტევენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის მოსკოვს.


