Accentnews.ge
მედია: პუტინმა ერდოღანთან სასაუბროდ თურქეთში ჩასვლა ვერ გაბედა

მედია: პუტინმა ერდოღანთან სასაუბროდ თურქეთში ჩასვლა ვერ გაბედა

22/08/2023 11:52:50 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი შესაძლოა, რუსეთში შეხვდეს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, – იუწყება თურქული გამოცემა Yeni Şafak თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით. მანამდე პუტინის ვიზიტს ანკარაში ელოდნენ.

გამოცემა წერს, რომ ერდოღანის რუსეტში ვიზიტი მზადდება, რაც „კრიტიკულად“ მნიშვნელოვანია კრემლთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების შესახებ შეთანხმებისთვის.

თანამოსაუბრეების თქმით, ანკარა მხარს უჭერს პოზიციას, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მარცვლეულის საზღვაო ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის შექმნა არ არის კარგი იდეა.

ერდოღანის რუსეთში ვიზიტის შესაძლო თარიღები უცნობია. გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი კილიჩი უკრაინაში მიემგზავრება, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ასევე ეწვევა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას.

მანამდე პუტინის ანკარაში ვიზიტი ანონსდებოდა. თვის შუა რიცხვებში გავრცელდა არაოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს "უახლოეს დღეებში". თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, პუტინმა "ვერ გაბედა" ანკარაში ვიზიტი.

2 აგვისტის პუტინის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინისთვის ახლა „რთულია რაიმე სახის ვიზიტის განხორციელება“, რადგან "ახლა ის დროა, როდესაც პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა იყოს".

21 აგვისტოს ერდოღანმა თქვა, რომ აუცილებლად შეხვდება პუტინს, თუ დაძაბულ გრაფიკში დროს გამოძებნის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ BRICS-ის სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S