გრიბაუსკაიტეს პოლიტიკაში დაბრუნების თხოვნით ლიეტუვაში ხელმოწერებს აგროვებენ
22/08/2023 11:12:38 მსოფლიო
ლიეტუვაში ხელმოწერები გროვდება ყოფილი პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტესადმი თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.
პეტიციას ამჟამად 5 ათასზე მეტი ხელმოწერა აქს, თუმცა არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელ არჩევნებზეა საუბარი.
მიმართვაში ნათქვამია, რომ „ლიეტუვა რთულ პერიოდს გადის, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას, ნებას, სიმკაცრეს და გადაწყვეტილების უნარს".
"ასეთი დრო ზუსტად შეესაბამება თქვენს შესაძლებლობებს, მართოთ ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა უმოქმედობა. ჩვენ გვჭირდება მოქმედება და შედეგი. თქვენ ამას საუკეთესოდ აკეთებთ. გთხოვთ, დაბრუნდეთ პოლიტიკაში, ჩაერთეთ არჩევნებში და გაიმარჯვეთ. ჩვენ გვჯერა თქვენი", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
გრიბაუსკაიტე ლიეტუვის პრეზიდენტის პოზიციას ორი ვადით 2009-2019 წლებში იკავებდა, რის შესაძლებლობასაც კანონი იძლევა.
შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2024 წელს გაიმართება.
მანამდე გრიბაუსკაიტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ მისმა მკაცრმა პოზიციამ ხელი შეუშალა, გამხდარიყო ნატო–ს ახალი გენერალური მდივანი მას შემდეგ, რაც იენს სტოლტენბერგს ამოეწურებოდა ვადა.


