Accentnews.ge
უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით ხვალ თბილისში 32-მეტრიან დროშას გაშლიან

უკრაინის ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით ხვალ თბილისში 32-მეტრიან დროშას გაშლიან

22/08/2023 11:07:09 საზოგადოება

უკრაინის ეროვნული დროშის დღის ფარგლებში თბილისში, მშვიდობის ხიდთან უკრაინის 32-მეტრიან უკრაინულ დროშას გაშლიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-უკრაინულმა პლატფორმამ გაავრცელა.

ქართულ-უკრაინული პლატფორმის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 19:00 საათზე მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გაიმართება. საქართველოში მყოფი უკრაინელები, ქართველი და უკრაინელი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ბავშვები და რიგითი მოქალაქეები 32-მეტრიან უკრაინის დროშას მშვიდობის ხიდზე გაშლიან. 32 სიმბოლური ციფრია და უკრაინის დამოუკიდებლობის წლებს ნიშნავს.

„ჩვენ ერთად გავშლით 32 მეტრის სიგრძის დროშას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ უკრაინა 32 წლის განმავლობაში ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მათ შორის მეგობრების წყალობით მთელი მსოფლიოდან“, - აცხადებენ ფლეშმობის ორგანიზატორები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S