Accentnews.ge
ლუქსენბურგი შეუერთდა G7–ის დეკლარაციას უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ

ლუქსენბურგი შეუერთდა G7–ის დეკლარაციას უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ

22/08/2023 10:56:51 მსოფლიო

ლუქსენბურგი შეუერთდა G7–ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

„მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს და მის ხალხს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებსა და ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის საერთო ინტერესებს“, - დასძინა ზელენსკიმ.

ივლისში G7–ის ქვეყნებმა გამოაცხადეს უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კიევის მხარდაჭერის ფორმალიზებისთვის.

მხარდაჭერის დეკლარაცია ითვალისწინებს ორმხრივ შეთანხმებებს კიევს, G7-ის ქვეყნებსა და სხვა ხელმომწერებს შორის უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ დეკლარაციას, იყო ნორვეგია, რომელიც არ არის G7-ის წევრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S