Accentnews.ge
სერბეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა "ნაყოფიერი" უწოდეს მოლაპარაკებებს დაძაბულობის ფონზე

სერბეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა "ნაყოფიერი" უწოდეს მოლაპარაკებებს დაძაბულობის ფონზე

22/08/2023 10:47:52 მსოფლიო

სერბეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ანექსიას, – განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ათენში თავის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის და კოსოვოს თემებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სერბეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად ვამბობთ კონფლიქტის დაწყებიდან“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

თავის მხრივ ზელენსკიმ სერბ კოლეგასთან საუბარს "ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი" უწოდა.

"კარგი საუბარი. გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სახელმწიფოების მეთაურებმა „აღნიშნეს, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთ მხარდაჭერა უკრაინასა და სერბეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია“. ამავდროულად, ზელენსკიმ ვუჩიჩს აცნობა „ბრძოლის ველზე არსებული ვითარების და უკრაინის არმიის მოქმედებების შესახებ“, - იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა თავის სერბ კოლეგას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ბელგრადმა გაგზავნა კიევში.

ზელენსკისთან შეხვედრამდე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა სერბეთისთვის მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ თუ კიევი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაშინ ერთ დღეში დაკარგავს "პოლიტიკურ ნდობას" ბელგრადში. „ამის შემდეგ, როგორ შეძლებს (ზელენსკი – რედ) თქვას, რომ იცავს საერთაშორისო სამართალს? ვერანაირად!. დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი ამ "კოზირს" არ გადააგდებს“, - თქვა მაშინ ვუჩიჩმა.

მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ანექსიას: „ჩვენთვის ყირიმი არის უკრაინა, დონბასი არის უკრაინა და ყოველთვის ასე იქნება“.

მისი თქმით, თუ ბელგრადი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსებად აღიარებს, შესაძლოა საფრთხე შეექმნას კოსოვოსთან სიტუაციის დარეგულირებას.

კოსოვომ დამოუკიდებლობა ცალმხრივად 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა. ამჟამად ის რიგი ქვეყნების მიერ არის აღიარებული.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები გამოაცხადა საკუთარ ტერიტორიებად, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S