Accentnews.ge
საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

22/08/2023 10:41:12 მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ქვეყანაში ცეცხლის ათობით კერაა. ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისშია. ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მეხანძრე დაშავდა.

საბერძნეთის რამდენიმე სოფლიდან, ასევე ალექსანდროპოლისთან მდებარე კლინიკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

საფრანგეთმა, კვიპროსმა და რუმინეთმა საბერძნეთში მეხანძრეების დასახმარებლად ძალები გაგზავნეს.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს "ცხელი ხაზი" +306952220000.

ზაფხულში საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირია. გასულ თვეში საკურორტო კუნძულ როდოსზე გაჩენილი ხანძრის გამო 20 000 ტურისტის ევაკუაცია მოხდა. ამ ზაფხულს ტყის ხანძრების გამო საბერძნეთში ჯამში 7 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S