Accentnews.ge
პუტინის მხარდამჭერები გერმანელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მოექცნენ

პუტინის მხარდამჭერები გერმანელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მოექცნენ

22/08/2023 10:13:40 მსოფლიო

კიოლნის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრის მაქს შლუნდის (როსტისლავ ტესლიუკის) და მისი მეუღლის ელენა კოლბასნიკოვას ბინაში, რომლებიც აორგანიზებენ კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად. ქალაქის უფროსმა პროკურორმა ულფ ვილუნმა Kölner Stadt-Anzeiger-ს განუცხადა, რომ წყვილი ეჭვმიტანილია იარაღის უკანონო შენახვაში.

პოლიცია ამოწმებდა ინფორმაციას წყვილის მიერ კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის თაობაზე. მანამდე შლუნდმა იარათღან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელებში მეგობრებს დაუგზავნა.

პროკურორის თქმით, ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება. კერძოდ, უნდა დამოწმდეს მისი ავთენტურობა.

პოლიციამ ბინა შტურმით აიღო. წყვილთან დაახლოებული ბლოგერი ირწმუნება, რომ შლუნდმა ჩხრეკის დროს "სერიოზული დაზიანებები" მიიღო. პროკურატურამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

20 აგვისტოს კოლბასნიკოვამ, რომელსაც გერმანული მედია "პუტინის გულშემატკივრად" მოიხსენიებს, ავტორალი მოაწყო კიოლნში სახელწოდებით, "მშვიდობა რუსეთთან". მასში დაანონსებული 200-ის ნაცვლად 40 მანქანა მონაწილეობდა. უილუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ მოვლენას არ უკავშირდება.

ეს არ არის პირველი ჩხრეკა კოლბასნიკოვასა და შლიუნდის ბინაში. პოლიციამ მათი სახლი უკვე გაჩხრიკა 2023 წლის მარტში რუსული არმიისთვის თანხის შეგროვების საქმესთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, კოლბასნიკოვა დონბასში იმყოფებოდა, სადაც რუს სამხედროებს კარვები და რადიოები გადასცა. ის ეჭვმიტანილია ევროკავშირის სანქციების დარღვევაში.

ივნისში სასამართლომ კოლბასნიკოვა 900 ევროთი დააჯარიმა უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, მან Bild Live-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი "აგრესორი არ არის", არამედ, პირიქით, "ეხმარება ომის დასრულებას". სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო დანაშაულის გამართლებაში.

იანვრის დასაწყისში Reuters-მა გამოაქვეყნა გამოძიება გერმანიაში პუტინის მხარდამჭერებთან დაკავშირებით. გამოცემამ კოლბასნიკოვასა და შლიუნდს უწოდა კრემლის გავლენის აგენტები, რომლებსაც აფინანსებს Russia House, ორგანიზაცია, რომელიც "როსსოტრუდნიჩესტვოს" შემადგენლობაშია.

კოლბასნიკოვა წარმოშობით უკრაინელია. ის დნეპროპეტროვსკში დაიბადა. მისი ძმა კვლავ უკრაინაში ცხოვრობს და პოლიციაში მსახურობს. მისი თქმით, ოჯახმა ქალთან ურთიერთობა პუტინის მხარდამჭერი პოზიციის გამო გაწყვიტა.

მაქს შლუნდის ნამდვილი სახელია როსტისლავ ტესლიუკი. ის რუსეთში კაცზე ცივი იარაღით თავდასხმისთვის გაასამართლეს და პირობითი სასჯელი განუსაზღვრეს. ტესლიუკმა დაამთავრა ჟუკოვსკის საჰაერო ძალების საინჟინრო აკადემია, მაგრამ ვერ შეძლო კარიერის აწყობა ავიაციაში და მუშაობდა უსაფრთხოების კერძო ფირმებში.

2012 წელს ის გერმანული წარმოშობის მეუღლესთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ოჯახი დატოვა და სახელი შეიცვალა. 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ მან იყიდა ბინა მოსკოვში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S