Accentnews.ge
"უკრაინელები ბრძოლით შევიდნენ” – რაბოტინოს გათავისუფლების შესახებ იუწყებიან

"უკრაინელები ბრძოლით შევიდნენ” – რაბოტინოს გათავისუფლების შესახებ იუწყებიან

22/08/2023 08:36:47 მსოფლიო

უკრაინის სამხედრო ძალები ბრძოლით შევოდნენ რაბოტინოში, დააორგანიზეს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.

47-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებიც ბრძოლით შევიდნენ სოფელ რაბოტინოში, განახორციელეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია "ბრედლის" ჯავშანმანქანებით. ჩვენი მებრძოლები ახორციელებენ დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს და ანადგურებენ მტერს. საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ ბომბავენ რაბოტინოს არტილერიით“, - იტყობინება მალიარი.

მალიარმა დასძინა, რომ ბრძოლა გრძელდება.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაბოტინოს მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა „მიაღწიეს წარმატებას, ფეხს იკიდებენ მიღწეულ ხაზებზე, არტილერიით ამუშავებენ მტრის გამოვლენილ სამიზნეებს, ახორციელებენ კონტრბატარეულ საბრძოლო ღონისძიებებს".

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინულმა ჯარებმა 20-21 აგვისტოს ზაპოროჟიეს რეგიონის რაბოტინოში და აღმოსავლეთში მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს.

ISW-მა აღნიშნა, რომ უკრაინული შეტევა რაბოტინოზე ტაქტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან წინსვლა ამ რაიონში უკრაინულ ძალებს საშუალება მისცეს, იმოქმედონ რუსეთის მიერ ყველაზე მჭიდროდ დანაღმულ ტერიტორიის მიღმა.

რაბოტინოს რაიონში უკრაინის მუდმივი წინსვლა ასევე, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების ჩახშობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი დახარჯეს რაბოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად, – აღნიშნავენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ერთი დღით ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოაცხადა უკრაინელი სამხედროების წარმატების შესახებ რაბოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკას სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, რობოტინოში „ამჟამად მიმდინარეობს გეგმიური საბრძოლო სამუშაოები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S