Accentnews.ge
BRICS-ის სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება

BRICS-ის სამიტს პუტინის ნაცვლად ლავროვი დაესწრება

22/08/2023 08:11:11 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იოჰანესბურგში ჩავიდა, სადაც 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ჩატარდება.

BRICS-ის სამიტს უნდა დასწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე.

რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგის ძირითადი თემები ორგანიზაციის გაფართოებისა და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა იქნება.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, BRICS-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 23 ქვეყანამ შეიტანა, რამდენიმე სახელმწიფომ კი არაოფიციალურ დონეზე ამ საკითხში თავისი დაინტერესება გამოხატა.

„სულ სამიტზე გლობალური სამხრეთისა და აფრიკის 67 ქვეყნის წარმომადგენლობა არის მოწვეული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S