Accentnews.ge
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო გადაიდო

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო გადაიდო

02/12/2019 07:47:53 სხვა, სამართალი

20 ივნისის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის  ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 24 დეკემბრისთვის გადაიდო.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი თვლის, რომ დღევანდელი სხდომის გადადება დროის გაწელვას ემსახურება, რათა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.

„სავარაუდოდ, 24 დეკემბრამდე ნიკა მელიას პარლამენტში გაატარებენ პროცედურებს და შეუწყვეტენ მანდატს და უკვე შემდგომ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა იტყვის, რომ კი, სახალხო დამცველმა დაწერა დასკვნა, მაგრამ ნიკა მელია დეპუტატი აღარაა“, – განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმის გარდა, ნიკა მელიას 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. შესაბამისად, სავარაუდოდ, პარლამენტი მელიას სადეპუტატო მანდატის საკითხზე იმსჯელებს. 

მანამდ, 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ  დეპუტატ ნიკა მელიას 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S