აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ების მიყიდვას მხარი დაუჭირა
22/08/2023 08:03:47 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AH-64E Apache-ს ტიპის 96 ერთეული ვერტმფრენის მიყიდვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
აშშ– პოლონეთის შეთანხმება ვერტმფრენებთან ერთად ითვალისწინებს, რამდენიმე ტიპის რადარის, 210 ძრავის, პილოტებისთვის ღამის ხედვის მოწყობილობების, ასევე AGM-114R2 Hellfire, JAGM-ის, Stinger-ის რაკეტების მიწოდებას.
პაკეტის ჯამური ღირებულება 12 მილიარდი დოლარია.


