Accentnews.ge
ონის მერის მოადგილე: სტიქიის ზონაში აღარ დარჩა არც ერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დაუმუშავებელია, სამძებრო სამუშაოები ჭანჭახისა და რიონის სანაპიროებზე მიმდინარეობს

ონის მერის მოადგილე: სტიქიის ზონაში აღარ დარჩა არც ერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დაუმუშავებელია, სამძებრო სამუშაოები ჭანჭახისა და რიონის სანაპიროებზე მიმდინარეობს

22/08/2023 07:34:55 საზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.

"28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არც ერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.

გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდარის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ ეძებენ 5 დაკარგულ პირს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S