რუსეთმა კრივოი-როგსა და ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა
22/08/2023 07:10:46 მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს უკრაინს დნეპროპეტროვსკის ოლქს, მათ შორის ქალაქ კრივოი-როგს. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისი წინასწარი მონაცემებით, დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივოი- როგში დაიჭრა 1 ადამიანი. დაზიანდა 20 კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები.
უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად დაიწვა სინელნიკოვის რაიონში მდებარე საწარმო. დრონით დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია 4 მრავალსართულიანი სახლი. წინასწარი მონაცემებით, მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.


