ევგენი პრიგოჟინი სავარაუდოდ, აფრიკაში იმყოფება
22/08/2023 05:49:21 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აჯანყების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ჩანაწერში, რომელიც, შესაძლოა, აფრიკაში იყოს გადაღებული, "ვაგნერთან" დაკავშირებულ ტელეგრამის არხებზე 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, რომ პრიგოჟინი უდაბნოშია, სამხედრო ფორმა აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.
ვიდეოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, პრიგოჟინი ამბობს, რომ "ვაგნერი" განაგრძობს მეომართა გადაბირებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჯგუფი შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. პრიგოჟინი მიანიშნებს, რომ "ვაგნერი" აფრიკაში ებრძვის ტერორისტულ ჯგუფებს, როგორიცაა "ისლამური სახელმწიფო".


