Accentnews.ge
ბერბოკს სურს, ბერლინმა სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდება

ბერბოკს სურს, ბერლინმა სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდება

21/08/2023 17:11:17 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი თვლის, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების Taurus–ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ უფრო სწრაფად უნდა იქნას მიღებული, რადგან ყოველდღე მნიშვნელოვანია,– ამის შესახებ გერმანელმა დიპლომატმა DPA-ს ცნობით, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კითქვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინისთვის Taurus–ის ტიპის რაკეტების სწრაფ მიწოდებას, მინისტრმა უპასუხა: "ეს არის ის, რაც ვფიქრობ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გვეგრძნო“.

ბერბოკმა გაიხსენა დანიისა და ნიდერლანდების გადაწყვეტილება წვრთნების დასრულების შემდეგ უკრაინაში F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ და მას უწოდა "მშვენიერი დღე უკრაინისთვის და, შესაბამისად, მშვენიერი დღე ევროპისთვის".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველი დღე არის შეხსენება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სისასტიკის.

"და გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის... და ამ კუთხით, ჩვენ ვსწავლობთ უკრაინის ყველა შემდგომ მოთხოვნას, რათა მას შეეძლოს საკუთარი მოსახლეობის დაცვა",– თქვა მინისტრმა.

Taurus რაკეტები გერმანიის საჰაერო ძალების ყველაზე თანამედროვე იარაღია. Taurus ფუნქციით ჰგავს Storm Shadow ფრთოსან რაკეტებს, რომლებიც უკრაინას უკვე მიაწოდეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. რაკეტას შეუძლია სამიზნის განადგურება 500 კილომეტრამდე მანძილზე. ის დაფრინავს თითქმის 1000 კმ/სთ სიჩქარით და დაბალ სიმაღლეზე, ამიტომ, შეიძლება უხილავი დარჩეს მოწინააღმდეგის რადარებისთვის.

Spiegel-ის ცნობით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავდაცვის ინდუსტრიასთან რაკეტების გადაცემის თაობაზე, რადგან კანცლერს ოლაფ შოლცს სურს რაკეტებში ტექნიკური ცვლილებები შეიტანოს, რათა კიევს არ ჰქონდეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლეებლობა, მაგრამ ეს არ ეხება ანექსირებულ ყირიმს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S