Accentnews.ge
ზელენსკი: შვედური CV90–ის საბრძოლო მანქანების წარმოებს უკრაინა დაიწყებს

ზელენსკი: შვედური CV90–ის საბრძოლო მანქანების წარმოებს უკრაინა დაიწყებს

21/08/2023 16:54:17 მსოფლიო

უკრაინა დაიწყებს შვედური ქვეითი საბრძოლო მანქანების Combat Vehicle 90–ების წარმოებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 21 აგვისტოს შვედეთში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ძალიან კმაყოფილი არიან ამ მანქანებით.

ახლა უკრაინის პრეზიდენტი საბერძნეთში იმყოფება. იქ ის დაესწრება უკრაინა-ბალკანეთის სამიტს, რომელზეც განიხილება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უსაფრთხოების საკითხები.

15 აგვისტოს შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ. ეს დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალასა და სათადარიგო ნაწილებს იმ აღჭურვილობისთვის, რომელიც ქვეყანამ გადასცა კიევს, მათ შორის საბრძოლო მანქანები და Leopard 2–ის ტანკები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S