ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა
21/08/2023 16:02:52 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა.
"შემდეგი არის ვიზიტი საბერძნეთში. უკვე ჩამოვედით. შეხვედრა პრეზიდენტ კატერინა საკელაროპულოსთან, არსებითი მოლაპარაკებები პრემიერ მიცოტაკისა და საბერნეთის დელეგაციასთან.
დღის წესრიგშია ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად, რათა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ჩვენს საერთო ევროპულ სახლში. უკრაინა-ბალკანეთის სამიტი: ერთობლივი შეხვედრა ბალკანეთის ლიდერებთან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაცია, თავდაცვის თანამშრომლობა, უსაფრთხოება. ასევე, საუბარი ორმხრივ საკითხებზე.
იგეგმება შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
ჩვენ ყოველდღიურად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მეომრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობას, - წერს ზელენსკი Twitter-ში.
ათენში იმყოფება ვროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სადაც ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.
"მიხარია, რომ ათენში ვარ, რათა განვიხილოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გავაგრძელებთ ბარიერების მოხნას ჩვენს რეგიონებს შორის“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


