Accentnews.ge
რუსული მედია: კამიკაძე–დრონი  რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ჩამოვარდა, დაზიანდა თვითმფრინავი

რუსული მედია: კამიკაძე–დრონი  რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ჩამოვარდა, დაზიანდა თვითმფრინავი

21/08/2023 15:56:42 მსოფლიო

21 აგვისტოს დილით რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის კიროვსკის რაიონში, "შაიკოვკას" აეროდრომის ტერიტორიაზე კამიკაძე დრონი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი დაზიანდა,– იუწყება ტელეგრამ–არხი "ბაზა".

"ბაზა" წერს, წინასწარი ინფორმაციით, დაცემის შედეგად აეროდრომზე განთავსებული ჯერ „გამოუყენებელი თვითმფრინავი“ დაზიანდა.

რეგიონის გუბერნატორი ირწმუნება, რომ უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა კიროვსკის ოლქის ტერიტორიაზე მოიგერიეს და, სავარაუდოდ, მსხვერპლი ან ინფრასტრუქტურის ზიანი არ ყოფილა.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა მოსკოვის რეგიონში ორი დრონის ჩამოგდების შესახებ. მოსკოვის აეროპორტები მომხდარის გამო პარალიზებული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S