Accentnews.ge
ერდოღანი: თუ გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს შევხვდები

ერდოღანი: თუ გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს შევხვდები

21/08/2023 15:34:27 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე კვლავ მუშაობს.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგეს, შემდეგ კი – თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

„პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი გაეროს გენერალური ასამბლეა - აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, ვლადიმირ პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები”, - განაცხადა ერდოღანმა უნგრეთში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ აგვისტოში თურქეთში ვლადიმირ პუტინი ჩავა.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S