პოლტავას ოლქში რუსი გენერლის $25 მილიონის ქონება დაყადაღეს
21/08/2023 15:01:36 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლტავას რაიონში დააკავა რუსი გენერლის ვალერი კაპაშინის ქონება, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ გრივნას (25 მილიონ დოლარზე მეტია).
ვალერი კაპაშინი - გენერალ-პოლკოვნიკი, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური დირექტორატის უფროსია. ის უკრაინის პოლტავას რეგიონის მკვიდრია. აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა მისი ქალიშვილისა და სიძის სახელზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთში გადავიდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა დღეს და მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საუბარია 20-ზე მეტ კომერციულ ობიექტზე, მათ შორის რესტორნებსა და სასტუმროებზე, ასევე საოფისე და სავაჭრო და გასართობ ცენტრებზე, 17 მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, საერთო ფართობით 3000 კვადრატულ მეტრზე მეტი.
გენერლთან მიმართებით გამოძიება მიმდინარეობს აგრესორ სახელმწიფოსთან ურთიერთობის და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით. ეს უკანასკნელი უკავშირდება კაპაშინის ბიზნეს პროექტებს დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


