Accentnews.ge
ბრიტანელ მედდას, რომელმაც 7 ბავშვი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ბრიტანელ მედდას, რომელმაც 7 ბავშვი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

21/08/2023 13:35:44 მსოფლიო

ბრიტანელ მედდა ლუსი ლეტბის, რომელმაც 7 ბავშვი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. უცხოური მედიის ცნობით, საქმე ეხება მედდას, რომელმაც ახალშობილები 2015-16 წლებში ჩესტერის კლინიკაში დახოცა.

ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში მას "ყველაზე ნაყოფიერ ბავშვთა სერიულ მკვლელს" უწოდებენ. ცნობილია ისიც, რომ ქალმა კიდევ 6 ბავშვის მოკვლაც სცადა. ლუსი ლეტბი დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს.

„ლუსი ლეტბიმ გაანადგურა ჩვენი ცხოვრება. სიბრაზე და სიძულვილი, რომელიც მე მის მიმართ მაქვს, არასდროს გაქრება. ამან დამანგრია როგორც კაცი და როგორც მამა. მისი ქმედებების გამო მე ჩემი შვილების სიცოცხლე დავკარგე. ეს ტკივილი ჩვენს ცხოვრებაზე ყოველთვის იმოქმედებს", - თქვა მოკლული 2 ჩვილის მამამ სასამართლო პროცესზე.

პროკურორმა კი სასამართლო სხდომაზე საქმეში მონაწილე ექსპერტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი "სისხლში ჰაერის შეყვანა" იყო. დანარჩენი ბავშვები კი, მისი თქმით, ინსულინის ინექციით მოკლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S