დანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა F-16-ების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს
21/08/2023 12:15:45 მსოფლიო
დანიის თავდაცვის მინისტრ იაკობ ელემან-იენსენის განცხადებით, უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშეების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს.
"უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, მტრის ქვეყნიდან განდევნის მიზნით. პირობა ასეთია, ეს ეხება არა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავებს, არამედ ტანკებსაც", - აცხადებს დანიის თავდაცვის მინისტრი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს.
შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერ–მინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა. ზელენსკი დანიაში გუშინ, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა.


