თურქეთმა და უნგრეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
21/08/2023 12:00:37 მსოფლიო
თურქეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, - ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომპანია BOTAS-ი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს მომავალი წლიდან თურქეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყებას.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ექსპორტს მილსადენების საშუალებით ევროპულ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება.
შეთანხმებას კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა თურქეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი.


