საფრანგეთმა 1,3 გიგავატი სიმძლავრის ატომური რეაქტორი დახურა სიცხის ფონზე
21/08/2023 11:06:55 მსოფლიო
ფრანგულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ EDF-მა განაცხადა, რომ ორშაბათს დახურა თავისი 1,3 გიგავატი სიმძლავრის Golfech 2 ბირთვული რეაქტორი სამხრეთით მდებარე ქალაქ ტულუზასთან გარემოსდაცვითი მიზეზების გამო – ქვეყანა ზედმეტად ცხელი ამინდის პერიოდს გადის,– წერს Reuters.
წყლის ტემპერატურა ორ სხვა სადგურზე, მდინარე რონის გასწვრივ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 24 აგვისტომდე გადააჭარბებს მთავრობის რეკომენდაციებს ბირთვული რეაქტორების გაგრილების შესახებ.
მანამდე EDF-მა გამოაცხადა წარმოების გაფრთხილება "ბუგეის" ატომურ ელექტროსადგურზე.
ამასთან, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიენ რუსომ ორშაბათს განაცხადა, რომ არსებობს რისკი, საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ზოგიერთ დეპარტამენტში გამოცხადდეს "წითელი განგაში" მაღალი ტემპერატურის გამო, რომელსაც სამშაბათს მოელიან. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია +38 გრადუსი, ხოლო +40 და უფრო მაღალი – სამხრეთ-დასავლეთში და რონის ველზე.


