Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მხატვრის თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო, განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში

21/08/2023 10:00:18 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო.

მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს საზოგადოებას.

„განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S