Accentnews.ge
CNN: ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

CNN: ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

21/08/2023 09:22:42 მსოფლიო

ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ხანძრის შემდეგ დაკარგულ 1000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, – იუწყება CNN.

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 8 აგვისტოს დაწყებული სტიქიის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 114 ადამიანი, ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

მაშველებმა უკვე შეძლეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის 78%-ის დათვალიერება.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, უცხოელმა დეველოპერებმა უკვე დაიწყეს ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიების შესყიდვა. მაუის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა გააფრთხილა უცხოური კომპანიები, რომ ყველა ასეთ შემთხვევას შეისწავლიან, ხოლო მიწის გაყიდვაზე დაწესდება მოროტორიუმი.

ამავე თემაზე: ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გაამართლა ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სისტემის არჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S