Accentnews.ge
ზელენსკი: თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა

ზელენსკი: თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა

21/08/2023 08:56:33 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

"ახლა რუსული ბოროტება უტევს ტკივილითა და სიკვდილით უკრაინულ ქალაქებს და სოფლებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ უკრაინა საკმარისი არაა. უკრაინის შემდეგ, მათ უნდათ მიუტანონ წამება ევროპას და მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს გესმით. თქვენ ისმენთ ამას მოსკოვისგან. თუკი უკრაინა არ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელი საფრთხის წინაშეა. საერთაშორისო სამართალი აღარ იარსებებს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში შეიძლება იქცეს სამიზნედ რაკეტებისთვის, ჯარისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ამასაც გრძნობთ, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს. მინდა ეს ნახოთ, მინდა ეს მოისმინოთ. მინდა ეს იგრძნოთ. უკრაინა გაიმარჯვებს", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან მოკავშირეებს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„პუტინს სჯეროდა, რომ სისასტიკით შეეძლო, გადაეწერა მთელი კონტინენტის ისტორია, მას მხოლოდ ძალის სჯეროდა, ძალადობის და სწორედ ამიტომ არის ის სუსტი. ჩვენ სრულიად სხვა რამის გვჯერა და სწორედ ამიტომ ერთად ვხდებით ძლიერები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S