Accentnews.ge
გორში გარემოვაჭრეებთან დაკავშირებულ საკითხს კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

გორში გარემოვაჭრეებთან დაკავშირებულ საკითხს კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

21/08/2023 08:45:15 საზოგადოება

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, გარემოვაჭრეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

გარემოვაჭრეებს „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ.

"ერთადერთი ქალი ვარ, ვინც შვილებს არჩენს, უპატრონო ბავშვები არიან. ავადმყოფები შემომცქერიან, მალე მოდი, რამე გაგვიკეთეო. ესენი ხომ ძღებიან და სხვა არ ადარდებს, ხალხი არ ადარდებთ. თავიანთ ნათესავებს ასაქმებენ, მდიდრდებიან. საღამოს რომ ვწვები, ვიძახი, ნეტა, დილა არ გამითენდეს მეთქი, ასეთ დღეში ვარ", - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე, ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.

მუნიციპალური ინსპექცია გარემოვაჭრეებს ახალ ბაზარში, წმინდა წყლის დასახლებაში გადასვლას სთავაზობს, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამაზე უარს აცხადებენ, რადგან აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე მომხმარებელი არ დადის. მათივე თქმით, გურამიშვილის ქუჩის დატოვებას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S