Accentnews.ge
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს

21/08/2023 08:40:54 საზოგადოება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება.

"დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში და ხვალ, 28 აგვისტოს თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები“, - განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა.

შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა. პირს ამ დრომდე ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S