Accentnews.ge
"მელიას სასჯელი დანიშნვითი თანამდებობის დაკავების უფლებას კრძალავს, დეპუტატობა კი არჩევითი თანამდებობაა"

"მელიას სასჯელი დანიშნვითი თანამდებობის დაკავების უფლებას კრძალავს, დეპუტატობა კი არჩევითი თანამდებობაა"

02/12/2019 07:26:23 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას დამნაშავედ ცნობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მელიას სასჯელი დანიშნვითი თანამდებობის დაკავების უფლებას კრძალავს, დეპუტატობა კი არჩევითი თანამდებობაა"

"ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის (თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის) დანიშვნით ავტომატურად არ უწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშნვითი (და არა არჩევითი) თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვას მოიცავს, ხოლო პარლამენტის წევრობა არჩევითი თანამდებობაა.

თუმცა, თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. საინტერესოა, როგორ მოხდება კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია. მათ შორის, ეს ეხება დეპუტატობის დროს ჩადენილ დანაშაულს თუ მანამდე ჩადენილ დანაშაულსაც?

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა მელიას ხვალვე ექნება უფლება, როგორც კანდიდატმა, კვლავ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კვლავ იქნას დეპუტატად არჩეული, რადგან საარჩევნო კოდექსით მსჯავრდებულთაგან მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება. ალბათ ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი იქნება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას", –  წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმის გარდა, ნიკა მელიას 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. შესაბამისად, სავარაუდოდ, პარლამენტი მელიას სადეპუტატო მანდატის საკითხზე იმსჯელებს. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S