Accentnews.ge
საქსტატი: 2023 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან

საქსტატი: 2023 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან

21/08/2023 08:07:21 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 7 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან იმპორტი 8.5 მილიარდი დოლარია, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.

საქსტატის ცნობით, რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S