Accentnews.ge
კოსოვო შეუერთდა G7–ის დეკლარაციას უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ

კოსოვო შეუერთდა G7–ის დეკლარაციას უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ

21/08/2023 07:53:56 მსოფლიო

ნაწილობრივ აღიარებული კოსოვო შეუერთდა G7–ის ქვეყნების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ამის თაობაზე კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ Twitter-ზე დაწერა.

"უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, მნიშვნელოვანია მშვიდობისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად", - თქვა მან და დასძინა, „კოსოვო მზადაა, ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს“.

მისი თქმით, რუსეთის "უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში რჩება საფრთხედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".

მან ასევე აღნიშნა, რომ ”კონფლიქტის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს", რადგან რუსეთი "ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას რეგიონში თავისი მთავარი ავტოკრატიული მოკავშირეების დახმარებით."

ივლისში G7–ის ქვეყნებმა გამოაცხადეს უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კიევის მხარდაჭერის ფორმალიზებისთვის.

მხარდაჭერის დეკლარაცია ითვალისწინებს ორმხრივ შეთანხმებებს კიევს, G7-ის ქვეყნებსა და სხვა ხელმომწერებს შორის უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ დეკლარაციას, იყო ნორვეგია, რომელიც არ არის G7-ის წევრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S