ბრეგოვიჩი მოლდოვაში არ შეუშვეს
21/08/2023 07:40:51 მსოფლიო
ცნობილი სერბი მუსიკოსი ბორან ბრეგოვიჩი მოლდოვაში არ შეუშვეს.
როგორც ირკვევა, ის მოლდოვაში ფესტივალზე გეგმავდა საკუთარ ჯგუფთან ერთად გამოსვლას. თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მას მესაზღვრეებმა კიშინიოვის აეროპორტის დატოვების და ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. შესაბამისად, ვერ წარსდგებოდა მსმენელის წინაშე.
ამასთან დაკავშირებით სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ბრეგოვიჩს მოლდოვაში შესვლა 2022 წლიდან აეკრძალა. უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს ფესტივალის ორგანიზატორები.
სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებები მოითხოვა მოლდოვას საგარეო უწყებისგან მიზეზების შესახებ, სადაც აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება "არ შეესაბამება სერბეთ-მოლდოვას ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს" და რომ მუსიკოსს "არც ერთ ქვეყანაში არ შექმნია მსგავსი პრობლემები".
თებერვალში მოლდოვის ხელისუფლებამ სერბ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მანამდე პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში გადატრიალების დაგეგმვაში სერბების, ჩერნოგორიელების ან ბელორუსების დახმარებით.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს პოლონური ფესტივალის Life Festival Oswiecim-ის ორგანიზატორებმა გააუქმეს სერბი გორან ბრეგოვიჩის გამოსვლა იმის გამო, რომ მან იმ წელს ოკუპირებულ ყირიმში გამართა კონცერტი. მაშინ ბრეგოვიჩმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს, ევროპაში ჩაიშლება თუ არა მისი კონცერტები ამ ღონისძიების გამო.


