Accentnews.ge
მარგარიტა სიმონიანი: ერთ–ერთი დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე ჩამოვარდა

მარგარიტა სიმონიანი: ერთ–ერთი დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე ჩამოვარდა

21/08/2023 07:02:32 მსოფლიო

რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, მოსკოვის რაიონში ჩამოგდებული ერთ –ერთი დრონი მისი სახლის მახლობლად დაეცა.

"ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე", - წერს სიმონიანი სოციალურ ქსელში.

რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება.

„21 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მისი ცნობით, დრონი პოკროვსკოეს დასახლების მიდამოში ჩამოვარდა. "მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", – აღნიშნავენ უწყებაში.

მაისის დასაწყისიდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S