Accentnews.ge
ჩინეთმა ტაივანის სანაპიროებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა

ჩინეთმა ტაივანის სანაპიროებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა

21/08/2023 06:48:52 მსოფლიო

ჩინეთის არმიამ ტაივანის სანაპიროებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

ჩინელმა სამხედროებმა "საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საჰაერო და საზღვაო მანევრები კუნძულ ტაივანის გარშემო" დაიწყეს.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, გამოიცადა არმიის შესაძლებლობა, დაეკავებინა საჰაერო და საზღვაო სივრცე და ემოქმედა "რეალურ საბრძოლო პირობებში."

პეკინის თქმით, სწავლება ტაივანის ხელისუფლებისთვის "მკაცრი გაფრთხილებაა" უცხო ქვეყნებთან შეთანხმების წინააღმდეგ.

თავის მხრივ, ტაიპეიმ აღნიშნა, რომ ჩინური გამანადგურებლები 42-ჯერ შეფრინდნენ ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში, მათგან 25-მა გადაკვეთა ტაივანის სრუტის შუა ხაზი.

ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის "არაგონივრული და პროვოკაციული ქმედებები" დაგმო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S