Accentnews.ge
მოსკოვის აეროპორტები პარალიზებულია დრონებით შეტევის გამო

მოსკოვის აეროპორტები პარალიზებულია დრონებით შეტევის გამო

21/08/2023 06:27:29 მსოფლიო

მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის რეგიონის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის გამო,– იუწყება ტერიტორიაზე დრონების აღმოჩენის გამო, იუწყება "ავიატორშჩინა".

მისი ცნობით, დილის 06:00 საათიდან ამოქმედდა გეგმა "კოვერ" რეგიონის მთელს საჰაერო სივრცეში, რომელიც ძალაში შედის უცნობი ან საშიში ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში.

რუსეთის დედაქალაქის აეროპორტისკენ მიმავალი საჰაერო ხომალდები გადამისამართდნენ ნიჟნი ნოვგოროდის, სანქტ-პეტერბურგის, იაროსლავის, ყაზანის, სამარასა და მინსკის ალტერნატიულ აეროდრომებზე. იმ ფაქტს, რომ მოსკოვის აეროპორტები ამჟამად არ იღებენ თვითმფრინავებს,ასევე მოწმობს FlightRadar–ს მონაცემებიც. ვნუკოვოს და დომოდედოვოს აეროპორტებში დაადასტურეს შეზღუდვები მიზეზების დასახელების გარეშე.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვის რეგიონში ერთ-ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს: ”კონტროლის დაკარგვის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა რუზსკის რაიონის სოფელ პოკროვსკოეს მახლობლად. მსხვერპლი არ ყოფილა“.

მოსგვიანებით რუსეთის თავდაცვამ განაცხადა ასევე მოსკოვის რეგიონში მეორე დრონის ჩამოგდების შესახებ.

მოსკოვის აეროპორტებიდან 40 რეისი გადაიდო: შერემეტევოიდან - 19, დომოდედოვოდან - 12, ვნუკოვოდან - 9. ჟუკოვსკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, ტელეგრამ–არხი Astra იუწყება, რომ შეფერხდა ელექტრომატარებლების მოძრაობა ვნუკოვოდან მოსკოვის მიმართულებით.

მუშაობის შეწყვეტა მოსკოვის აეროპორტებს 18 აგვისტოსაც მოუწიათ ასევე დრონების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S